DEFENDER OCTA 

ექსტრემალური მახასიათებლების ოსტატი. ახლა ხელმისაწვდომია, როგორც Defender OCTA Black.
წარმოდგენილი მოდელი გახლავთ Defender OCTA Black 26MY გლობალური სპეციფიკაციით, დამატებითი ფუნქციებითა და აქსესუარებით. ხელმისაწვდომობა და ტექნიკური მახასიათებლები შესაძლოა განსხვავდებოდეს ბაზრების მიხედვით – დეტალებისთვის მიმართეთ თქვენს ადგილობრივ დილერს. ოფროუდ სცენები გადაღებულია კერძო ტერიტორიაზე, შესაბამისი ნებართვებით.
გიგანტური თავგადასავლებისთვის. ყველაზე მძლავრი Defender, რომელიც ოდესმე შექმნილა.

თავდაჯერებულობა

შეუდარებელი ძალა

TWIN TURBO V8

TWIN TURBO V8

მყისიერი რეაგირება, განსაკუთრებული მართვადობა და უკეთესი საწვავის ეკონომია. 48V მსუბუქი ჰიბრიდული სისტემა აუმჯობესებს V8 ძრავს მომატებული ბრუნვისა და აჩქარების მაჩვენებლებით.
ინტეგრირებული სერვომუხრუჭი

ინტეგრირებული სერვომუხრუჭი

ექსტრემალური შესრულება მოითხოვს ექსტრემალურ გაჩერების ძალას. Defender OCTA-სთვის განკუთვნილი სამუხრუჭე ხუნდებით, კავებითა და დისკებით აღჭურვილი ახალი ინტეგრირებული სერვომუხრუჭის სისტემა ამცირებს მუხრუჭის მილევას.
ნამუშევარი აირების გამოშვების აქტიური სისტემა

ნამუშევარი აირების გამოშვების აქტიური სისტემა

Defender OCTA აღჭურვილია ნამუშევარი აირების გამოშვების აქტიური სისტემით, რომელიც უზრუნველყოფს თერმული რეჟიმის ოპტიმალურ მართვას OCTA რეჟიმში და ანიჭებს ავტომობილს უნიკალურ ბგერას.

მაქსიმალური სიმძლავრე

635 PS

467 კვტ.

0-100 კმ/სთ

4,0 წამი

0-60 მილი/სთ 3,8 წამში.

მაქსიმალური ბრუნვის მომენტი

750ნმ

5 855 ბრ/წთ.

CO2 ემისიები (დან)

294გ/კმ

20%-იანი შემცირება1.

DEFENDER OCTA BLACK

დაეუფლეთ ნებისმიერ რელიეფს

ინჟინრებს დავუსვით ამოცანა, დაუქვემდებარონ DEFENDER OCTA DEFENDER-ის ისტორიაში ყველაზე ექსტრემალურ ტესტირებასა და დაიცვან შემუშავების პროგრამა*. 13 960-ზე მეტი ტესტის შემდეგ მათ გვიპასუხეს…

წყლის დაბრკოლებების გადალახვა

წყლის დაბრკოლებების გადალახვა

Defender OCTA მიდის უფრო ღრმად, ვიდრე ოდესმე რომელიმე Defender, 1 მეტრის ფონზე გადასვლის სიღრმით, რაც ორიგინალი Defender-ის შესაძლებლობებს ორჯერ აღემატება**.
ოპტიმალური მოჭიდება

ოპტიმალური მოჭიდება

სპეციალურად შექმნილი 838 მმ დიამეტრის საბურავების სპექტრი, რომლებიც ყველაზე დიდია ოდესმე დამონტაჟებული Defender-ზე, მათ შორის ყველა სეზონის საბურავები ან მოწინავე უგზოობის საბურავები.
უგზოობა

უგზოობა

Defender OCTA გვპირდება შეუდარებელ პროგრესს ნებისმიერ რელიეფზე, მიწის უფრო დიდი კლირენსით და ბორბლების არტიკულაციით.

თანამედროვე დიზაინი

DEFENDER Octa Body and Soul სავარძელი

სხეულსა და სულზე მორგებული სავარძლები

საავტომობილო ვიბრო-აკუსტიკური ტექნოლოგიის შემდეგი თაობა გთავაზობთ მრავალსენსორულ აუდიო გამოცდილებას ინდუსტრიაში წამყვანი SUBPACTM პლატფორმის მეშვეობით. ეს ინოვაციური Body and Soul Seat (BASS) მოიცავს ექვს ველნეს პროგრამას. მხოლოდ ნუ მოისმენთ ხმას — იგრძნეთ იგი.
დინამიკური დეტალები

დინამიკური დეტალები

ისეთ თანამედროვე დეტალებს, როგორიცაა Moonlight Chrome-ის სიჩქარის გადამრთველები და, სურვილისამებრ, Chopped Carbon Fibre გაწყობა, ყველგან ნახავთ. საჭის ახალი დიზაინი ხასიათდება გადაცემათა გამჭვირვალე განათებული გადამრთველით საჭის ქვეშ.
ინოვაციური მასალები

ინოვაციური მასალები

Defender OCTA-სთვის შეგიძლიათ აირჩიოთ ოთხი გამორჩეული ფერის კომბინაცია და თანამედროვე მასალები, მათ შორის Ultrafabrics™ PU ან Semi-Aniline ტყავი. Defender OCTA წარმოდგენილია ექსკლუზიური Ebony ფერის ინტერიერითა და უნიკალური გრაფიკული დეტალებით.

აირჩიეთ თქვენი DEFENDER OCTA

ორი განსხვავებული მოდელი, რომელსაც Defender ახალ სიმაღლეებზე აჰყავს.

განაგრძეთ შესწავლა

მოდელები და მახასიათებლები 

მოდელები და მახასიათებლები 

იხილეთ სრული მოდელების დიაპაზონი და სპეციფიკაციები.
DEFENDER 110

DEFENDER 110

დიდი შესაძლებლობები

1შედარებით წინა Defender 110 V8-თან.

*რთული უგზოობის მართვა მოითხოვს სრულ მომზადებას და გამოცდილებას. არსებობს დაზიანებისა და ტრავმის რისკი. არასდროს მართოთ თქვენი შესაძლებლობების ზღვარს მიღმა. ყოველთვის შეამოწმეთ მარშრუტი, ზედაპირი, ფონი და გასასვლელი გაყინულ რელიეფში შესვლამდე.

**ყოველთვის შეამოწმეთ მარშრუტი და გასასვლელი ფონზე გადასვლამდე.